Sunday, November 29, 2009


2.პროექტის მოკლე აღწერა:
ქართული ეროვნული ტანსაცმელი, საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებური სახით იყო წარმოდგენილი,როგორც ქალის ისე მამაკაცის. ძნელი არ იყო კახური, იმერული თუ მეგრული ჩოხის ან ქალის კაბების ერთმანეთისაგან გარჩევა.
3.პროექტის სრული აღწერა:
ქართული ეროვნული ტანსაცმელი თავისებური და მრავალფეროვანია. ერთი მხრივ, მას ბევრი საერთო აქვს ზოგადკავკასიურ ჩაცმულობასთან, მეორე მხრივ, მრავალი ორიგინალური ნიშანი ახასიათებს. მამაკაცის ტანსაცმელი ძირითადად ჩოხა-ახალუხი იყო. ჩოხა როგორც წესი, შალის ქსოვილისაგან იკერებოდა; გრძელი და ფართო სახელოები და კალთები ჰქონდა. ხალუხი აბრეშუმის უსაყელო პერანგი იყო; შარვალი მაღალყელიან ჩექმებში ჰქონდათ ჩატანებული. ჩოხა-ახალუხის აუცილებელი ატრიბუტი იყო მოვერცხლილი ქამარ-ხანჯალი. ზამთარში ამას ნაბადი ემატებოდა. კუთხეების მიხედვით ქუდები განსხვავებული იყო.
ქალის ძირითადი ტანსაცმელი იყო აბრეშუმის წელში გამოყვანილი გრძელი და ფართო ქვედატანიანი კაბა მოქარგული გულისპირითა და იმავე ფერის ქამრით. აუცილებელი ატრიბუტი იყო ჩიხტი-კოპი. ზამთარში კაბაზე იცვამდნენ ხავერდის გახსნილ ქურთუკს – ქათიბს. ქალაქის მოსახლეობაში გავრცელებული იყო მოკლე ქურთუკი – ქულაჯა
4.მონაწილეთა ასაკი
14-15-16 წელის
5.ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე (სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერი თვე)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მასალის მოძიება ლიტერატურეს, ინტერნეტის საშუალებით; ჩანახატები; ფოტოები; ალბომი; ჩვენება; პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
.
ფოტო ალბომი; გამოფენა; ჩვენება; პრეზენტაცია.
8.სარგებელი სხვებისთვის:
გაეცნობიან საქართველოში ჩაცმის ტრადიციებს კუთხეების მიხედვით. მათი შექმნის ისტორიას და ხალხური რეწვის ელემენტებს.
9. სამუშაო ენა:
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საქართველოში კუთხეების მიხედვით ტანსაცმელის წარმოშობის ისტორიას, გეოგრაფიას და ეთნოგრაფიას.
რუკაზე ორიენტირებას; კუთხეების მიხედვით ლანდშაფტის, კლიმატის ჩამოყალიბებას მათ გავლენას ჩაცმულობაზე; ქართული ხალხური რეწვის, ქსოვის და ქარგვის ტრადიციებს.
12.პროექტის ფალსილიტატორი:
მაია ლელაშვილი
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
maialelashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: